1. პროექტის სახელი.
"ვისწავლოთ წერილის წერა."
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით.
3. პროექტის სრული აღწერა.
პროექტის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ საკომუნიკაციო, დაკვირვების, ანალიზის, მსჯელობის უნარი, წერის კულტურა, რომელიც გამოყენებული იქნება მათ შემდგომ ცხოვრებაში.
სწავლობს სხვადასხვა ტი[პის წერილის წერას.
· იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილზე მიუთითებს ავტორის, ადრესატის კოორდინატებს, პირად მონაცემებს, თარიღს, მიმართვის,, გამომშვიდობების ფორმულა, ხელმოწერა)
· ასათაურებს წერილს
· საუბრობს მოტივაციაზე, გამოკვეთს ძლიერ მხარეებს
· იცავს ტექსტის ორგანიზების წესს.
· მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
· კორესპონდენციის მიზნიდან გამომდინარე აღწერს სიტუაციას (მაგალითად, რას მიაქცია ყურადღება, რა გაიგო, რატომ დაინტერესდა, რას აპირებს)
· აყალიბებს კითხვებს მისთვის საინტერესო ინფორმაციების მოსაპოვებლად
· წერილის დასასრულს გამოთქვამს მოლოდინს, წინასწარ იხდის მადლობას.
· რაიმე სიტუაციის გამოსასწორებლად იძლევა კონკრეტულ წინადადებებს, შეთავაზებებს.
საფეხური I.
მასწავლებელს შეაქვს წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც ასახავს თუ რა მნიშვნელობა აქვს წერილის წერას, რამდენი სახის წერილი არსებობს, და მაგალითისთვის მოცემულია ესენინის ლექსად დაწერილი წერილი "წერილი დედას".
საფეხური II.
მოსწავლეები მსჯელობენ, იმართება დისკუსია, საუბრობენ წერილის წერის მოტივაციაზე და გამოკბეთენ ძლიერ მხარეებს. იყოფიან ხუთ ჯგუფად და ირჩევენ მათთვის სასურველ თემატურ წერილს.
პირველი ჯგუფი – "საქმიან წერილები",
მეორე ჯგუფი – "სასიყვარულო წერილები",
მესამე ჯგუფი – "სამადლობელი წერილები"
მეოთხე ჯგუფი – "მისალოცი წერილები"
მეხუთე ჯგუფი – „სამოტივაციო წერილი“
საფეხური III.
მოიძიებენ მასალას, წერილებს, როფორც ცნობილი, ასევე მათ გარშემო მყოფ ადამიანთაგან. (მასალის მოძება ხდება ინტერნეტით, ბიბლიოთეკებში, ჟურნალ–გაზეთებში) იღებენ ინტერვიუებს და ადგენენ თუ რა არის აუცილებელი წერილში (თარიღი, მისალმება, შინაარსი, ხელმოწერა, დამშვიდობება....) და გამოქვეყნებული რომელიმე წერილის გავლენას ხალხზე. მასალა რუსულენოვანია.
საფეხური IV.
მოძიებული მასალის მიხედვით მსჯელობენ , განსაზღვრავენ წერილის ფუნქციას, განმარტავენ როგორია რომელიმე მოცემული წერილის სტილი, შეესაბამება თუ არა წერილის სტრუქტურა მოცემულ სტილს. მოსწავლეები ისაუბრებენ წერილის შინაარსზე. თითოეული ჯგუფი თემატიკის მიხედვით ადგენს წერილის წერის გეგმას. (თუ რა აუცილებელი კომპონენტებისაგან უნდა შედგებოდეს წერილი)
საფეხური V.
თვითოეული ჯგუფი თემატიკის მიხედვით წერს წერილს, უგზავნიან ერთმანეთს როგორც შუამავლის ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით და ცალ–ცალკე
საფეხური VI.
1. იხილავენ ერთმანეთის წერილებს, თუ რაიმე კომპონენტი აკლია გეგმას ავსებენ და ქმნიან თემატიკის მიხედვით პრეზენტაციებს, სადაც მოცემული იქნება წერილის წერის გეგმა და მტკიცებულებები, მათ მიერ მოიძიებული მასალის საშუალებით, ამ გეგმაში შემავალი კომპონენტების აუცილებლობისათვის.
2. ასევე ქმნიან ერთიან ბლოგს და ელექტრონულ ჟურნალს "ვისწავლოთ წერილის წერა", სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა სახის წერილის წერის გეგმა, ცნობილი ადამიანების წერილები, ლექსად დაწერილი წერილები, მისალოცები და მათ მიერ დაწერილი წერილები აქტუალურ თემაზე.
3. მოსწავლეები ქმნიან ბუკლეტებს სადაც მითითებული იქნება მათ მიერ შექმნილი ბლოგის და ელექტრონული ჟურნალის ვებ–გვერდის მისამართი და თემატიკა თუ რა არის განთავსებული ამ გვერდზე. ავრცელებნ სკოლის მოსწავლეებს შორის.
4. მონაწილეთა აღწერა. 18 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა. ერთი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, ინტერვიუ, ბლოგის, ელექტრონილი ჟურნალის და ბუკლეტის შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები დაწერენ წერილებს, შექმნიან ბლოგს, ელექტრონილი ჟურნალს და ბუკლეტის.
8. სასარგებლო სხვებისათვის.
ყველას ექნება საშუალება შევიდეს შექმნილ ბლოგზე, ელექტრონულ ჟურნალში ისწავლიან წერილის, მისალოცი ბარათის წერა.
9. სამუშაო ენა.
რუსული ენა.
საფეხური VI. 10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
უცხ.ს.VI.11. მოსწავლე წერს სხვადასხვა ტიპის წერილებს.
უცხ.ს.VI.12 . მოსწავლე წერს სხვადასხვა ტიპის ტექსტს (წერილებს სასკოლო ჟურნალისათვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგილითად, კომპიუტერული თამაშები, განსხვავებები თაობებს შორის და სხვა.)
უცხ.ს.VI.13. წერისას მოსწავლე ქმნის ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და ფუნქციურად იყენებს საბაზისო ენობრივ–გრამატიკულ უნარ–ჩვევებს.
უცხ.ს.VI.14. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).
11. პროექტის ავტორი: მანანა კიკალეიშვილი
ელ.ფოსტა.mananakikaleishvili@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
No comments:
Post a Comment